შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავა 1982 წელს დაბადებული მამაკაცი, რომელიც საკუთარ არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს.დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს ჩანაწერსაც აქვეყნებს, როგორ ემუქრებოდა მამაკაცი ცოლს და შვილებს.