შსს-მ დააკავა კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს პირი, რომელმაც მეთორმეტე სართულიდან მაკე ძაღლი გადმოაგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას შინაგანი სისხლდენა და მრავლობითი მოტეხილობა ჰქონდა. ძაღლს ყველა ლეკვი დაეღუპა.

უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულს მეზობელთან კამათი მოუვიდა და სწორედ ამის შემდეგ გადმოაგდო ძაღლი.