შსს-მ დაუმორჩილებლობის აქციაზე მყოფი 8 პირი დააჯარიმა, 19-ზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “დაუმორჩილებლობის აქციაზე” მყოფი 51 პირი ამოიცნო, საიდანაც 8 უკვე დააჯარიმა, 19 პირის მიმართ კი საქმე აღძრა.

” “დაუმორჩილებლობის მსვლელობაზე” იდენტიფიცირებული 51 პიროვნებიდან 8 პირი დაჯარიმდა 2000 ლარის ოდენობით გადაადგილების აკრძალვის დარღვევის ფაქტზე ასკ-ის 42 მე-10 პრიმა მუხლით. 24 პირზე დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, რომლებიც დაჯარიმდებიან 2000 ლარით. 19 პირის მიმართ დაწყებულია გამოძიება გადაადგილების აკრძალვის განმეორებით დარღვევის ფაქტზე სსკ-ის 248 პრიმა მუხლით“, – აცხადებს უწყება.

აქტივისტების და პოლიტიკოსების განცხადებით, ისინი დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.

ცნობისთვის, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.