“ვრცელდება ინფორმაცია, რომ შსს-მ და სუსმა, დაიწყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაბარება დაკითხვაზე. პირველი, რაც მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, კატეგორიულად გაფრთხილებთ: არ გაბედოთ მშვიდობიანი მოსახლეობის, იმ ადამიანების დაბარება შსს-ში, რომლებმაც ამ დღეებში დაიცვეს ევროპული მომავალი.
მეორე, დამნაშავეები ხართ თქვენ და თუ ვინმე არის დასასჯელი, ესენი არიან ის მოძალადე პოლიციელები, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს. არავინ არ ჩათვალოს, რომ ამ ადამიანებს დაერევით ცალ-ცალკე ჩვენ ყველანი ვართ ერთად იდეის გარშემო და ეს იდეა არის ამ ადამიანებს დაცვა. თქვენ თუ ასე გააგრძელებთ მიიღებთ მძაფრ აქცია, სადაც იქნება საჭირო შსს, თუ სუსი. არავის გეგონოთ, რომ ამ ადამიანებს ცალ-ცალკე დაერევით”
ამის შესახებ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ საგანგებო ბრიგინგზე განაცხადა. პარტია “დროა”, “გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” და “სტრატეგია აღმაშენებელი” მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შეწყვიტონ ადამიანების დევნა.