შსს-მ დედაზე ძალადობის ბრალდებით ერთი კაცი დააკავა

დედაზე ძალადობის ბრალდებით შსს-მ ტყიბულში კაცი დააკავა. სამინისტროს ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.