შსს-მ ელინა ვალტონენი “გზის გადაკეტვისთვის” 5 000 ლარით დაჯარიმა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეუთო-ს თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი “გზის გადაკეტვისთვის” 5000 ლარით დააჯარიმა.

ვალტონენი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

ის 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა, სადაც აქციის მონაწილეებს შეხვდა, შემდეგ კი  ოცნების მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომ კობახიძემ საქართველოში მყოფ ვალტონენთან შეხვედრა “კანონსაწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე გასვლის გამო” გააუქმა.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა.