შსს-მ ე.წ. კანონიერი ქურდი “რეზიკო ჯვარსკი” დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ე.წ. კანონიერი ქურდი რ.უ. – მეტსახელად „რეზიკო ჯვარსკი“. ის სამართალდამცავებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან სამეგრელოს რეგიონში შემოვიდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ის წლების განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, დანაშაულებრივ საქმიანობას ეწეოდა, რის გამოც არაერთხელ იყო დაკავებული სხვადასხვა ქვეყნების სამართალდამცავი უწყებების მიერ.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.