შსს-მ თბილისში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით დაიწყო

თბილისში, აღმაშენებლის 106 ნომერში მომხდარი დაჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება 115-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დაჭრილი შუა ხნის მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მამაკაცმა თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეიტყო. სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცის შვილი რამდენიმე დღის წინ ავტოავარიაში მოჰყვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.