ბათუში, მოჭიდავე და აქტივისტი ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა, რეზო წულუკიძე დააკავეს. დაკავებულია ირაკლი ჭაღალაძეც.
მოჭიდავეები ამბობენ, რომ ნამახვამში რიონის ხეობის მცველების მხარდასაჭერად ჩავიდნენ, სადაც ხელისუფლებამ პროვოკაცია მოუწყო და უცხო პირები თავს დაესხნენ. მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც, წულკიძისა და ჭაღალიძის წინააღმდეგ მათ პოლიციაში საჩივარი შეიტანეს.
პოლიციამ მოჭიდავეები საცხოვრებელ სახლთან, ბათუმში დააკავა.
დამატებითი ინფორმაცია შსს-ს არ გაუვრცელებია.