შსს-მ ოზურგეთის საკათედრო ტაძრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა და 2 არასრულწლოვანი, 2005 წელს დაბადებული გ.კ და 2007 წელს დაბადებული ი.კ ამხილეს.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, ოზურგეთის საკათედრო ტაძარში ფარულად მას შემდეგ შეაღწიეს, როცა ტაძრის წინამძღვარმა საღამოს წირვის შემდეგ ეკლესია დატოვა.
არასრულწლოვნებმა ტაძრის შესასვლელ კართან მდებარე შესაწირის ხის ყუთები დააზიანეს, მათში მოთავსებული ფული მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევის გზით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.