შსს-მ რუსთავში არასრულწლოვან გერზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში ოჯახში ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს, რომელიც თავის საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვან გერს, 2003 წელს დაბადებულ ი.მ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უწყების ცნობით, ბრალდებული ნიგერიის მოქალაქეა.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.