შსს-ის ინფორმაციით, პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში საგანგებო მდგომარეობის და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევისთვის 115 მოქალაქე დააჯარიმა.
კომენდანტის საათის დარღვევისთვის დაჯარიმდა 73 პირი.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო პოლიციამ 15 მოქალაქე დააჯარიმა.
27 პირი მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.