შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
უწყების ცნობით, პოლიციამ, 18 აპრილის 21 საათიდან 19 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით 71 მოქალაქე დააჯარიმა.
საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 68 მოქალაქე დააჯარიმეს.
ასევე, მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვის კიდევ 91 პირი დააჯარიმდა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით ჯარიმდება