შსს-მ სასულიერო პირის ძალადობის ვიდეოზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ, სამონაზვნო პირებს შორის დაპირისპირების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ძალადობით ან ძალადობის მუქარით ჩადენილი დევნა) და 157-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვება და სოციალური ქსელით გავრცელება).