„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო შსს-მ სატელეფონო ზარით 2000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“დაუმორჩილებლობის მარშის” გამო შსს-მ სატელეფონო ზარით ამჯერად 2000 ლარით დამაჯარიმა ! წასართმევი არაფერი მაქვს, ბორკილების გარდა!”- წერს ლაშა ჩხარტიშვილი.
იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც გუშინ, აქტივისტ ირაკლი ფანგანის დაკავებას აპროტესტებდნენ, სამართალწარმოება დაიწყო. გუშინ, 24 იანვარს დედაქალაქში საპროტესტო გამოსვლა დაწესებული შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ზუსტად 21 საათზე, კომენდანტის საათის დროს, რუსთაველის გამზირიდან დაიწყო, გადაინაცვლა ქართული ოცნების ოფისთან, შემდეგ შსს-სთან და პერფორმანსით, პარლამენტის შენობასთან დასრულდა.