ქარელში, სოფელ ლეთეთის მახლობლად ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული თანამზრახველთან ერთად გზაზე დახვდა პირს და ბასრი იარაღის გამოყენებით გასტაცა ავტომობილი. მათივე ცნობით, გატაცებული ავტომობილი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურთან იპოვეს.
უცნობია, საქმეში რამდენი მონაწილე პირია. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე სხვა პირების გამოვლენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
შსს-ს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლსი კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას