შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქობულეთში მომხდარი მკვლელობისთვის, 40 წლის ე.მ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, 15 დეკემბერს, ბრალდებულმა თანასოფლელს – თ.პ.-ს იარაღის
მუქარით ავტომობილი გასტაცა და ქობულეთის მიმართულებით გაემართა.
“ე.მ.-მ ქობულეთში, მემედ აბაშიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაცნობი – 1968 წელს დაბადებული ვ.ვ., წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, თანნაქონი სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა და მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
ყაჩაღობისა და განზრახ მკვლელობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 179-ე და 108-ე მუხლებით მიმდინარეობს”. – წერია შსს-ს განცხადებაში.
დანაშაული 6-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს