შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, თბილისსა და რეგიონებში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი დააკავეს. კიდევ 15 პირს ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის 3 ე.წ. კანონიერი ქურდია.
შსს-ს ცნობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში მონაწილეობდნენ საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად “სუხო” და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად “პაატა ტბილისკი”.
ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად “ჯვარსკი” “ქურდულ გარჩევებს” მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა.
“ფარული საგამოძიებო გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული მხარეების და მოდავე მხარეების მონაწილეობით ე.წ. ქურდული გარჩევები ეწყობოდა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდები, სულხან ჯაფარიძე (თვალჭრელიძე) მეტსახელად “სუხო” და პეტრე ბაქრაძე მეტსახელად “პაატა ტბილისკი” მონაწილეობდნენ, ისინი ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთ-ერთ მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს.
ასევე დგინდება, რომ ე.წ. კანონიერი ქურდი რევაზ უბილავა მეტსახელად “ჯვარცსკი” მისი ოჯახის წევრების, დედის და ძმის დახმარებით აწყობდა ქურდულ გარჩევებს და გამოჰქონდა ე.წ. ქურდულ გადაწყვეტილებები. პოლიციამ ორივე მათგანი, სხვა პირებთან ერთად, დააკავა”. – თქვა სირაძემ.
[…] გამოძიება სსკ-ს 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვაისწინებს.















