შსს–მ თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი, 1992 წელს დაბადებული თ.ი. დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1988 დაბადებულ კახაბერ თეგეტაშვილს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დაპირისპირების დეტალები ამ დრომდე უცნობია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კახაბერ თეგეტაშვილი ყოფილი პოლიციელი იყო. ის ბოლო წლების მანძილზე საქართველოში არ ცხოვრობდა და თბილისში ახლახანს ჩამოვიდა. სავარაუდოდ მოკლული და მკვლელი ერთმანეთს არ იცნობდნენ. მკვლელობა მათ სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა, რაც ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.