პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
ბრალდებული მარინა ახალაური აცხადებს, რომ მამამთილმა მას ხელი დაარტყა.
“აგერ ჩემს სახეს შეხედეთ – მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, აქ სახლი გალესილია, იატაკი აქვს, ჭერი აქვს – მერე რა, რომ ბოსელზეა მიბმული. ჩემი მამამთილი პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება ეგეთ სახლში კი არა, როცა ის მწყემსობდა, უარესშიც ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია”, – თქვა მან რუსთავი 2–თან საუბრისას.
96 წლის მოხუცის ადვოკატი აცხადებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფზე რძალი სისტემატურად ძალადობდა.