პანდემიისას შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 672 400 ლარად 60 პიკაპს ყიდულობს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აუქციონის გარეშე ტენდერი 29 მარტს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 2 აპრილს დასრულდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შსს-ს პიკაპები ეტაპობრივად, 2021 წლის 1 ივლისამდე უნდა მიაწოდოს.
სამინისტროს მოთხოვნაა, რომ პიკაპს მინიმუმ 102 ცხენის ძალა უნდა ჰქონდეს, სიგრძეში უნდა იყოს მინიმუმ 5 მეტრი, სიგანეში კი 1.755 მეტრი.