შსს–სთან აქციაზე 3 სამოქალაქო აქტივისტი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ლაშა ცუცქირიძე და ზვიად კუპრავა.
ცუცქირიძის მეუღლის თქმით, ის მის თვალწინ სცემეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.
ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალე”, “სირცხვილია”, “გაბედე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” ამ წუთებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ აქციის მიზანია ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს.
მათი თქმით, ასევე სოლიდარობას უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და საგამოძიებო უწყებებისგან ეფექტურ გამოძიებას ითხოვენ.