შსს-სთან მედიის მდუმარე აქცია მიმდინარეობს

შსს-სთან მედიის მსუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას ფოტოებით არიან მისულნი და ორ მოთხოვნას აჟღერებენ :თანამდებობა დატოვოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მობილიზებულია პოლიცია.

“საგამოძიებო ორგანოების მიზანი პირველივე დღიდან არ ყოფილა, რომ რეალური დამნაშავეები დაესაჯათ. მათი მთავარი მიზანი პირველივე წუთიდან გახდა ის, რომ როგორმე პასუხისმგებლობა აეცილებინათ, როგორმე ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეენარჩუნებინათ სკამი”, – ამბობს TV პირველის ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე.