“შსს-ს ვთხოვე, გალავანთან გააკეთოს კედელი, რომ ჟურნალისტები ვერ გადმოვიდნენ”- ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ მან შსს-ს სთხოვა ნინოწმინდის პანსიონის გალავანთან კიდევ ერთი კედელი გააკეთონ.
“ვიყავი პოლიციაში და ვთხოვე, რომ გალავანთან გააკეთოს კედელი, რომელის იქითაც ჟურნალისტები ნებართვის გარეშე არ გადავლენ. იმიტომ, რომ დღეს მთელი დღეა სტრესის ქვეშ მუშაობენ. მოახერხოს პოლიციამ, რომ ჟურნალისტები იქით არ გადმოვიდნენ. ისეთი დასრტესილები არიან ეს ბავშვები, კიდე ვერ დავიმახსოვრე, ეს დიდი, “ფლაივეი” რომ დგას ვეებერთელა, ლოკატორის ფორმა აქვს და ბავშვები დარწმუნებულები არიან, რომ მათ საუბარს იწერენ. მივმართე პოლიციას თხოვნით, რომ პერიმეტრი დაიცვან. პასუხი ის იყო, რომ უნდა შეათანხმონ თავიანთ ხელმძღვანელობასთან”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.