შსს-ს თქმით, გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “თბილისი მოლთან” გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.

გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.