ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სპეცოპერაციის დროს ლაგოდეხში, სოფელ კაბალში, ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა სპეცრაზმის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი მძიმედ დაიჭრა. საპასუხო ცეცხლის შედეგად მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.
ამის შესახებ „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.
მირზა ალიევი, ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილი დეპუტატია.
ეს უაკანასკნელი საკრებულოში 2010-2014 წლებში მუშაობდა.
“5 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 34 პირი დავაკავეთ. 7 პირს კი, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ 2 პირს, საზღვარგარეთ მყოფ 4 ადამიანსა და 1 კანონიერ ქურდს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში ერთ-ერთმა დასაკავებელმა პირმა, მირზა ალიევმა, რომელზეც დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინება იყო გაცემული, სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების მისამართით ინტენსიური ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთ-ერთი სპეცრაზმელი გულმკერდის არეში მძიმედ დაიჭრა. პოლიციის საპასუხო ცეცხლის შედეგად, მირზა ალიევი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული.დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – თქვა შს მინისტრის, გეკა გელაძის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ