„შსს-ს ორი წარმომადგენელი სასამართლო სხდომის დროს ამტკიცებდა, რომ ხატია დეკანოიძე გიორგი ვაშაძე იყო. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ. სატელევიზიო ჩანაწერები წარმოადგინეს, სადაც ჩანს, რომ გიორგი ვაშაძე გამოდიოდა სიტყვით, ასევე შსს-ს წარმომადგენლები ჩემს ადვოკატს ეუბნებოდნენ, რომ არ მოსწონდათ ჩემი პოლიტიკური განცხადებები, სადაც საპატრულო პოლიციას აქტიურობისკენ მოვუწოდებდი“
აცხადებს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე რომელიც სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და მოსამართლე კობა ჩაგუნავამ 500 ლარით დააჯარიმა.