შსს ფერაძის სახლთან შეკრებილ ალტ-ინფოს წევრებს მოუწოდებს, “არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს”

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნატა ფერაძის სახლთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და პრორუსული დაჯგუფების წევრებს მოუწოდებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თბილისში, ერთ-ერთი სამოქალაქო აქტივისტის საცხოვრებელ სახლთან მობილიზებული არიან საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით.

მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს.

სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.” –აცხადებს შსს.