თბილისში, “ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებსლს კორონავირუსი დაუდასტურდა.
Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია, რომელიც გასული კვირის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა.
“შტაბში ხალხი პანიკაშია, დღეს შტაბის უფროსების თათბირი იყო, შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში სამსახურში არ მივიდეთ”, – უთხრა წყარომ ambebi.ge-ს.
ამ დროისთვის სპეციალისტები ინფიცირებულის კონტაქტებს იკვლევენ და მათ კარანტინში გადაიყვანენ.
ქართული ოცნება ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.






![[საერთაშორისო მედიისთის] ცრუ ინფორმაციის მიწოდება შეიძლება შეფასდეს დანაშაულად – კობახიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2024/12/irakli-kobakhidze_w_h-218x150.jpeg)






