შტორმი შავ ზღვაზე – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ ზღვაში და არ დატოვონ ბავშვები, უმეთვალყურეოდ
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აფრთხილებს მოსახლეობას არ შევიდნენ ზღვაში. კატეგორიულად აკრძალულია მცირეწლოვანი ბავშვების უმეთვალყურეოდ დატოვება სანაპირო ზოლზე. სანაპირო ზოლზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ზღვაში შესვლის აკრძალვის დროებითი მანიშნებელია”, – წერია უწყების განცხადებაში.