ასე აფასევს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი წვერი, ირმა ნადირაშვილი ელისაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება ქართულ ოცნებასთან მოლაპარაკების შედეგია.
“ივერი მელაშვილმაც თქვა, რომ თუ ელისაშვილიც მის ხარჯზე აპირებს პარლამენტში შესვლას, ამის ნაცვლად ის მზად არის, რომ უკან დაბრუნდეს ციხეში, მეტი რაღა უნდა თქვას ამ ადამიანმა. თუ ელისაშვილმა აქედანაც ვერ გააკეთა დასკვნა, ამ ფულის შეგროვების ამაღელვებელი ფაქტიდან და მელაშვილის ამ განცხადებიდან, მაშინ მე უბრალოდ ვთავაზობ იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე შუბლის ძარღვის იმპლანტი მიუტანა თამარ ჟვანიას, მას მაინც არ გამოადგა არაფერში და მე ვთავაზობ, რომ ეს იმპლანტი ელისაშვილს წაუღონ”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.