შურისძიების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები უმტკიცებენ ხალხს, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის – სარჯველაძე

”შურისძიების ჟინით დაბრმავებული ოპონენტები უმტკიცებენ ხალხს, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის”- ეს განცხადება ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

“პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად გაგრძელდება. საკითხის გარშემო არც ერთი კითხვა არ დარჩება პასუხგაუცემელი და დამოუკიდებელი სასამართლო საბოლოო და ობიექტურ გადაწყვეტილებას ყველა პირთან მიმართებაში, ვისაც შეიძლება რამე ბრალი მიუძღოდეს ამ მძიმე საქმეში. საკუთარი თვალით ვხედავთ საქართველოს სახელმწფიოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ კამპანიას, რომლის ფარგლებშიც შურისძიების თუ ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებით და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის”, — განაცხადა სარჯველაძემ.