შუქრუთელებმა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზთან” შეთანხმებას მიაღწიეს და შიმშილობა შეწყვიტეს. პროტესტის მონაწილეები სახლებში ბრუნდებიან. შეთანხმების დეტალები უცნობია.
სოფელ შუქრუთის მოსახლეობა აცხადებს, რომ კომპანია ჯორჯიან მანგანეზის სამუშაოების გამო მათი საკუთრება ზიანდება, ამიტომ კომპენსაციას 2020 წლიდან ითხოვენ.
ბოლოს 8 ადამიანმა პირი ამოიკერა და შიმშილობა დაიწყო. ისინი ჯორჯიან მანგაზენის და სახელმწიფოს უყურადღებობას აშშ–ს საელჩოსთან აპროტესტებდნენ.