“ჩაბარდით უკრაინის არმიას, სიცოცხლეს და ღირსეული მოპყრობის გარანტიას გაძლევთ ” – უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, რუსეთის მოქალაქეებს მიმართავს. ამის შესახებ პოდოლიაკი Twitter-ზე წერს.
“რუსეთის ძალით მობილიზებულ მოქალაქეებს, რომლებსაც არ გსურთ უცხო ქვეყანაში პატივის გარეშე სიკვდილი! ჩაბარდით რაც შეიძლება მალე. უკრაინა სიცოცხლის შენარჩუნებისა და ღირსეული მოპყრობის გარანტიას გაძლევთ”, – წერს ის.