“განგრძობადობა უნდა იყოს. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობაში რაღაც მომენტში უნდა შეწყვიტოს, იმიტომ რომ ესენი მკვლელობაზე წამსვლელები არიან. შეიძლება სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა გააგრძელონ და ეს იყოს მუდმივი ესტაფეტა.
ჩავენაცვლები [სააკაშვილს], ერთი წამითაც არ დავფიქრდები. მიშას ვიცნობ საკმარისად კარგად – ის შიმშილობას არ შეწყვეტს. სანამ მას გონება ექნება და სანამ ის თავისი გონებით პასუხისმგებელი იქნება თავის ქმედებაზე, შიმშილობას არ შეწყვეტს
ძალიან მძიმე სიტუაციაა, შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი რამე. ამიტომ თუ ეს გამოსავალი იქნება, მე და ათეულობით ადამიანი მზად არის, პერმანენტულ შიმშილობაზე გადაიყვანოს პროცესი. სააკაშვილი იქნებ პირველი ბიძგის მიმცემი. მისი სიკვდილი კატასტროფა იქნება ქვეყნისთვის, ივანიშვილისთვის არ იქნება”
განაცხადა გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილზე პალიტრანიუსის ეთერში.