“ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში “- ეს განცხადება ალეკო ელისაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, მმართველ პარტიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
“ჩვენ პარტია მოქალაქეების წარმომადგენლები, მე და ლევან იოსელიანი შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ ქართული ოცნების ლიდერებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან და მამუკა მდინარაძესთან. რაც გულისხმობს, ჩვენ შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავართვებით საპარლამენტო საქმიანობაში. ხელი მოვაწერეთ, ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე” – განაცხადა ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.