მამა იოანემ სამების ტაძარში მრევლს მიმართა, რომ ადამიანებს სახლში ყოფნა საშუალებას აძლევს, დაფიქრდნენ, თუ რატომ მოუვლინა ეს განსაცდელი ღმერთმა და რას ითხოვს ის ჩვენგან.
მისი თქმით, უნდა ჩამოვთვალოთ, რომ ეს განსაცდელი იმისთვისაა, რომ კაცოებრიობა ღმერთს დაუახლოვდეს.
,,ადამიანები ერთი და იმავე მდგომარეობიდან ზოგი კეთილ ნაყოფს გამოიღებს, ზოგი ბოროტს. უამრავი ადამიანი სახლში როცაა, ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, დაფიქრდეს საკუთარ სულზე. დაფიქრდეს, რატომ ხდება ეს განსაცდელები კაცობრიობის თავს, რას ითხოვს ღმერთი ჩვენგან. ჩავთვალოთ, რომ ეს განსაცდელი სწორედ ამისთვის არის, რომ კაცობრიობა დაუახლოვდეს ღმერთს”,- თქვა მამა იოანემ.
საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. მიუხედავად იმისა, რომ 3 ადამიანზე მეტის შეკრება აკრძალულია, საკვირაო წირვა-ლოცვა დღესაც ჩატარდა. სამებაში ღვთისმსახურებას პატრიარქი და მისი თანამოსაყდრე არ ესწრებოდნენ.
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 170 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 36 გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.