პოლიტოლოგი გია ხუხაშვილის თქმით, ქართულმა ოცნებამ გახარია “ვერაფრით შეტენა ნაციონალური მოძრაობის ბანაკში”, თუმცა კობახიძე მსგავს რიტორიკას აგრძელებს.
“სხვა არაფერი უჭირავს ხელში, ამით გახარიას საქმეს აკეთებს. იმდენად ნაჯახით მუშაობს, იმდენად თეთრი ძაფით კერავს, რომ ჩათვალეთ, რომ ახლა გახარიას შტაბის უფროსი არის ირაკლი კობახიძე. რამდენად ასეთ სისულელესაც იტყვის, კიდევ რაღაც დაემატება [გახარიას], თითო-თითო პროცენტს ყველა თავისი გამოსვლით უმატებს გახარიას. არ გამოდის, ვერ პრავდება გახარიას და ნაციონალური მოძრაობის ალიანსი. საზოგადოებაში უფრო მეტს სჯერა, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის პროექტია”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
ხუხაშვილის აზრით, ქართული ოცნების ლიდერებს ეშინიათ, რომ როცა ბიძინა ივანიშვილი გახარიას გაძლიერებას დაინახავს, მათ ჩარეცხავს და გახარიას დაუძახებს.