“ჩათლახები ამას ვერასოდეს გაიგებენ..ვერასოდეს შევწყვეტ უახლოეს მეგობართან ურთიერთობას ” – იაგო ხვიჩია არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრაზე

“ჩათლახები ამას ვერასოდეს გაიგებენ..ვერასოდეს შევწყვეტ უახლოეს მეგობართან ურთიერთობას”- წერს ამის შესახებ, “გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია, რითიც ეხმაურება, სოციალურ ქსელში გავრცელებლ ფოტოს, სადაც ის, ბათუმის მერს, არჩილ ჩიქოვანს ხვდება.

”მე გეტყვით შეხვედრის დეტალებს:მე და აჩიკო 25 წელია ძმაკაცები ვართ, თსუ-ს პირველი კურსის, პირველი სემესტრის პირველი კვირიდან.ათასზე მეტი დღე და ღამე გვაქვს ერთად გატარებული.ჩემი მშობლებისთვის აჩიკო შვილივითა, ანალოგიურად მე მისი მშობლებისთვის.
ჩემი სახლი მისი სახლია და პირიქით.არა მხოლოდ ახლა, ყველა ჩამოსვლისას როცა ეს შესაძლებელია ერთმანეთს ვნახულობთ.ეს იცის ყველამ ვინც გვიცნობს.როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კონფიგურაცია ეს არ შეეხება ჩვენს ურთიერთობას, რადგან ყველაფერს თავი რო დავანებოთ, ჩვენს ოჯახებს ვერ ვაკადრებთ სხვანაირად იყოს.ჩათლახები ამას ვერასოდეს გაიგებენ და სულ რამე სისულელე მოელანდებათ, მაგრამ მიუხედავად იმისა ვის რა ელანდება მე ვერასოდეს შევწყვეტ უახლოეს მეგობართან ურთიერთობას და ვინც წყვიტავს მათსას ვერასოდეს გავიგებ”.-წერს იაგო ხვიჩია.