ჩაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის, აიკრძალოს პროპაგანდისტული არხები – ენმ

ნაციონალური მოძრაობა ითხოვს, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის რეგულაციებს და რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტესო, ასევე, აკრძალოს რუსული პროპაგანდისტული არხები.

ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

“მე მიმაჩნია, მაშინ, როდესაც ევროკავშირმა მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება და მთელი საჰაერო სივრცე ჩაუკეტა რუსეთს, ჩაუკეტა პუტინს და ამითაც იცავს შეძლებისდაგვარად ჩვენს ძმებსა და დებს უკრაინაში… და როდესაც მთელი ევროკავშირი საჰაერო სივრცეს უკეტავს, როდესაც აზერბაიჯანიც კი საწვავს აწვდის, როდესაც თურქეთი მეორედ სტორიაში ბოსფორის სრუტეს სამხედრო გემებისთვის კეტავს და ამით ეხმარება უკრაინას, ამ დროს ჩვენ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ?! ვგულისხმობ ხელისუფლებას, არა, უნდა გავაკეთოთ!

ჩაიკეტოს ქართული საჰაერო სივრცე პუტინის რუსეთისთვის და ამით დავიცვათ უკრაინა და მთელი ეს პროპაგანდისტული არხები პუტინის რუსეთისა, საქართველოში აღარ უნდა მაუწყებლობდეს”,- აცხადებს ნიკა მელია.