ჩაი რომ დალია, იმის მერე ბოდვაშია, რომ ხელისუფლება ხელში აიღოს – ვოლსკი სააკაშვილზე

ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ ოპოზიციას საქართველო მძევლად ჰყავს აყვანილი.

მისი თქმით, სააკაშვილს ქვეყანაში “შემოვარდნა და ხელისუფლების ხელში აღება უნდა”.

“[ოპოზიციას] საქართველო ჰყავთ მძევლად აყვანილი. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მოხდეს ქვეყანაში დესტაბილიზაცია. რომელი არჩევნები? ვინ არის მაგის დამჯერი, რომ არჩევნებზეა საუბარი? აქ უნდათ… შევარდნაძის ჩაი რომ დალია სააკაშვილმა, იმის მერე ბოდვაშია, რომ შემოვარდეს და ხელისუფლება ხელში აიღოს და მერე არჩევნებს ჩაატარებს, პრემიერად გამოაცხადებს თავს თუ პრეზიდენტად… რა არ ვიცით? არ გააკეთა? არ შეცვალა? “,- ამბობს ვოლსკი რუსთავი 2-ის ეთერში.