“ჩემი ინფორმაციით, საქართველოში არ იმყოფება. პლუს ამას, საჯარო ინფორმაცია იყო, რომ ჩამოდიოდა 2 ოქტომბერს კიევის რეისით, დღეს გვეუბნება, რომ უკვე ბათუმშია. ე.ი. მოატყუა უკვე თავისი ამომრჩეველი”
განაცხადა, ქართული ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ სანიკიძემ, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას.