ჩამოვაგდეთ კიდევ ერთი ვერტმფრენი, რომელიც დაახლოებით $16 მლნ ღირს – გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო სადესანტო ძალების მებრძოლებმა ჩამოაგდეს ოკუპანტების კიდევ ერთი ვერტმფრენი Ka-52, რომელიც დაახლოებით $16 მილიონი ღირს.

გენშტაბის ცნობით, აღნიშნული ვერტმფრენი 2008 წლიდან მზადდება და აღჭურვილია ლაზერული მართვის სისტემით, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემით, საჰაერო ბომბებითა და სხვა იარაღით.

“Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით 16 მილიონი აშშ დოლარია. ერთად გავიმარჯვოთ!,– აცხადებს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

უკრაინული მხარის მონაცემებით, შეიარაღებულმა ძალებმა უკვე ჩამოაგდეს ოკუპანტების 154 ვერტმფრენი. მათგან რამდენია Ka-52, უცნობია.