ჩამოვიდა სინოფარმის და სინოვაკის მილიონი დოზა – ღარიბაშვილი

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, საქართველოში ჩინური ვაქცინების მილიონი დოზა ჩამოვიდა. მისი თქმით, ორშაბათიდან მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება.

“დამატებით მილიონს კიდევ ველოდებით ერთ თვეში, ნახევარ მილიონ დოზა სინოფარმს და ნახევარ მილიონს სინოვაკს. ამას გარდა ფაიზერთან მივაღწიეთ შეთანხმებას მილიონი დოზის თაობაზე. ფაიზერიც უკვე დაიწყებს ივლისიდან მოწოდებას. ჯამში წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზას მივიღებთ”,– თქვა ღარიბაშვილმა.

პრემიერი საზოგადოებას მოუწოდებს, ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩაერთონ.