ჩამორთმეული მანდატები უნდა შეივსოს პარტიების პროპორციული სიებით – ენმ

“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე პარლამენტს მოუწოდებს, დეპუტატებისთვის ჩამორთმეული მანდატები შეივსოს მათი პარტიების პროპორციული სიებით.

მისი თქმით, ასე შეიქმნება პარლამენტში ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა ოპოზიციურ პარტიებს მიანიჭა.

“მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენს საერთასორისო პარტნიორებს ვისთანაც გუშინ გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს”,– თქვა დეკანოიძემ ბრიფინგზე.

მანვე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა იქნება რადიკალური ყველა იმ პრიცნიპულ, ღირსეულ და უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც აწუხებს საქართველოს მოსახლეობას.