“ლონდა თოლორაიას გააფთრებული შეტევა მიანიშნებს, რომ ეს ადამიანი ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური პლატფორმის შემადგენელი ნაწილი”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ლონდა თოლორაიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე სარჩელის შეტანას.
„ქალბატონი ლონდა არის ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პლატფორმის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავის გააფთრებული შეტევით ამ სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება არც სამართლებრივად, არც კონსტიტუციურად და არც პოლიტიკურად არ არის რაიმე ხინჯის მქონე. რა ჰქვია იმ პოლიტიკურ პლატფორმას, სადანაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, პარტია “საქართველოსთვის”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ლელო” თუ ყველა ერთად და კოალიცია, რომელიც არსებობს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ფაქტია, მისი განცხადებები აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.