მე არ ვარ მომხრე ხელისუფლება ხელგაშლილი იყოს, ოღონდ არც ცინიკური უნდა იყოს იმიტომ, რომ ცინიზმია, როდესაც ამბობ 200 ლარი ამერიკულ 1500 დოლარს უდრისო, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ მთავრობის მიერ გუშინ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის შეფასებისას განაცადა.
ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას, რომ მსყიდველობითი უნარის მიხედვით, საქართველო და აშშ მოქალაქეებზე ერთნაირ დახმარებას გასცემს, ძაბირაძის თქმით, აღნიშნული შედარება ცინიკურია.
„მთელი ცხოვრება სულ მესმის ამერიკის შეერთებული შტატები. კომუნისტები იყვნენ და იმას ედრებოდნენ და ახლაც ამათმაც იმასთან შედარება დაიწყეს. იქ შეიძლება 1500 დოლარია დახმარება, მაგრამ 5000 და 10 000 საბანკო ანგარიშებზე აქვთ შენახული და ჩვენთან რა აქვთ? მე არ ვიცი 1500 დოლარით ამერიკაში რა შეიძლება იყიდო, მაგრამ 200 ლარით რომ აქ მხოლოდ საჭმელს იყიდი, ისიც ერთ სულ მოსახლეზე და თუ ავად გახდა მედიკამენტს. მეტი არაფერი არ არის დღეს 200 ლარი ქვეყანაში. თუ არადა ჩამოწეროს ამ დალოცვილმა ფინანსთა მინისტრმა რას იყიდის 200 ლარად, ხომ იციან ფასები? ამერიკაში რომ დარბის საქართველოს ფასები ნახოს, ამერიკაში რას გარბის“, – განაცხადა ძაბირაძემ.