ჩარკვიანი ვაშაძეზე: პრემიერობა შევთავაზე, მაგრამ ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს პრემიერობა შესთავაზა, თუმცა მან ალეკო ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია.

“გული მწყდება, რომ ჩემი გიორგი ვაშაძე, რომელზეც ძალიან დიდ იმედებს ვამყარებდი, დღეს აღმოჩნდა ვახო მეგრელიშვილის და ალეკო ელისაშვილის გვერდით იმ დოკუმენტზე ხელის მომწერი. ეს ის დოკუმენტი არ არის, იმ საარჩევნო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიებით, რომელზეც მე და გიორგის ათასგზის გვისაუბრია. ასე რომ, ჩემგან ნუ ეწყინება. მე მას პრემიერობა შევთავაზე, მან ელისაშვილის გვერდით დგომა აირჩია. ეს უკვე მისი პრობლემაა”,– თქვა ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, ვინაიდან სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ შეთანხმებას ხელი მოაწერა, თაკო ჩარკვიანმა ბლოკი დატოვა.