პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერებს “მყიფე პოლიტკოსებს” და “კომფორმისტებს” უწოდებს.
“ახლა მე რომ ვყოფილიყავი ქართული ოცნების ადგილას, ისე ვათრევდი ამ ხელისმომწერებს… და ხალხს დავანახებდი, რომ ასეთი მყიფე ადამიანები არიან. მაგრამ სამაგიეროდ ხალხმა დაინახა, ვინ არ არის მყიფე. ეს დიდი ბედნიერებაა. სულ ვამბობ, რომ ლუსტრაცია გადაარჩენს ქართულ პოლიტიკას. მყიფე პოლიტიკოსი ასეთი დიდი გაჭირვების დროს, როცა ტერიტორიები ოკუპირებულია, როცა ხალხი შიმშილობს, რა უფლება გვაქვს, სიმყიფით ვარსებობდეთ?”,– ამბობს ის ტვ პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, საშიშია ვითარება, როდესაც “კომფორმისტი კოლეგები მიუერთდნენ ბანდად ქცეულ ქართულ ოცნებას”.
“მოგვცეს დოკუმენტი, რომელიც იძლევა თვალების დამთხრელების გამოშვების საშუალებას პოლიტპატიმარ მელიასთან ერთად. ის სამაჯური მელიას როგორც ხულიგანს, ისე კი არ მოუხსნია, მან ესროლა შერჩევით მართლმსაჯულებას და გავრილოვის ღამეს. ახლა გავრილოვის ღამის ჩამდენები თურმე მასთან ერთად უნდა გამოუშვან, ეს არის ცინიზმი”,– ამბობს ჩარკვიანი.