ჩარკვიანი უცნობს: ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ის არ იცვლება რადიოსიხშირეზე

თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ გია გაჩეჩილაძეს ეთანხმება წარწერაში, რომ “ღმერთი სიყვარულია”, თუმცა მისი თქმით, ეს სიყვარული რადიო სიხშირესა და მილიონებზე არ იცვლება.

“გიას ვეთანხმები იმ წარწერაში, რომ ღმერთი სიყვარულია, მართლა სიყვარულია ღმერთი, მაგრამ მას დიდი მოწიწებით ვეტყოდი და მასვე დავესესხებოდი: “სიყვარული ხომ რადიო სიხშირეზე არ იცვლება?!”, არც 3 მილიონზე იცვლება. მისგან მაქვს მოსმენილი, რომ იპოდრომზე, მიტინგი რომ დავშალეო, იმიტომ დავშალეო, რომ სააკაშვილმა სიხშირე შემომთავაზა და ავიღეო.

ჩვენ იდიოტებივით რომ ვენდობოდით იმ ოპოზიციურ პროცესს მაშინ, ყოფილი ხელისუფლების დროს, მისივე განცხადებით, ის თურმე რადიო სიხშირეზე ცვლიდა. მან არ იცის, რომ ეს სიყვარული არ იცვლება მილიონებზე და რადიო სიხშირეზე. ამიტომ არ მჯერა ამისი, თორე ღმერთი რომ სიყვარულია, ამიტომ არ მინდა რომ აგრესია იყოს…”,- ამბობს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი ფორმულას ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ უცნობის აქციაზე ხალხი აიპ-ებიდან და სსიპ-ებიდან ჩამოიყვანეს.